დაბრუნება-გადაცვლა

ჩვენი კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მოხმარებელს მიეწოდება მაღალ ხარისხიანი პროდუქცია, თუმცა, თქვენ, შესაძლებელია გადაწყვიტოთ მიღებული პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება.

თუ თქვენ გადაწყვეტთ პროდუქტის დაბრუნებას ან გადაცვლას, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@benire.ge , beniregeorgia@gmail.com  მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და მიზეზი, რატომ გსურთ აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება / გადაცვლა. პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შესახებ მოთხოვნის გამოგზავნა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი.

ფასდაკლებული სამოსის და აქსესუარების დაბრუნება ან გადაცვლა არ არის შესაძლებელი.

აქსესუარების დაბრუნება ან გადაცვლა (როგორც რეგულარულ ფასში, ასევე ფასდაკლებაზე შეძენილი აქსესუარების) არ არის შესაძლებელი.

პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ხარისხის კონტროლის წარმომადგენლის მიერ მოხდება მისი შემოწმება და ქვემოთ მოცემული პირობებიდან ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება პროდუქტში გადახდილი თანხის ანაზღაურება 5-7 სამუშაო დღის ვადაში თქვენს მიერ გამოყენებულ საბანკო ბარათზე.

დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

პროდუქტზე შენარჩუნებული უნდა იყოს ბრენდირებული იარლიყების ადგილმდებარეობა და მთლიანობა.

შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე შეფუთვა, რაშიც პროდუქტი მიღებისას იყო განთავსებული.

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს ქსოვილის / ტყავის დაზიანების კვალი.

პროდუქტი არ უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი.

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს თამბაქოს, ალკოჰოლის ან სუნამოს კვალი / სურნელი.

აღნიშნული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამწუხაროდ მოთხოვნა პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლის შესახებ არ მიიღება.

ასევე, თუ პროდუქტის დაზიანება მოხდება, დაბრუნებისას, მომხმარებლის მიერ არასწორად შეფუთვის გამო, აღნიშნული პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი და პროდუქტი ისევ დაუბრუნდება მომხმარებელს.

 

ამ ეტაპზე, პროდუქტის დაბრუნების / გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნების ხარჯის დაფარვა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ და პროდუქტი აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს კომპანია “ჯორჯიან ექსპრესის” მეშვეობით. “ჯორჯიან ექსპრესის” საკონტაქტო ტელ. ნომერი: 032 2696060.

 

პროდუქტის დაბრუნება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე:

benire -ს ოფისში, ც.დადიანის 7 , თბილისი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@benire.ge , beniregeorgia@gmail.com